ბრიტანეთი ილონ მასკს ბელფასტში არეულობის წინ ონლაინ დაძაბულობის გაზრდაში ადანაშაულებს
ბრიტანეთის მთავრობა სოციალურ ქსელ „იქსის“ მფლობელ ილონ მასკს ბელფასტში არეულობის წინ ონლაინ დაძაბულობის გაზრდაში ადანაშაულებს.
ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე ანა ტერლი მასკის პოსტებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მასკს არ მოუწევს შედეგებთან ცხოვრება ჩრდილოეთ ირლანდიიდან შორს.
„ეს საშინელებაა. ყველა, ვინც ცდილობს მსგავსი სიტუაციის გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის განსახორციელებლად, ძალიან ცდება და ზიანს იწვევს. გუშინ ღამით ბელფასტის ქუჩებში ვნახეთ ბავშვები, ოჯახები, რომლებსაც სახლების დატოვება მოუწიათ“, – აღნიშნა ანა ტერლიმ.
ლეიბორისტული მთავრობის დიდი ხნის კრიტიკოსმა ილონ მასკმა არეულობის დაწყებამდე თავის ონლაინ პლატფორმაზე განაცხადა: „მხოლოდ განმეორებითი და ხმამაღალი პროტესტით იქნება რაიმე ცვლილება!“. მან გააზიარა ულტრამემარჯვენე აქტივისტის, ტომი რობინსონის პოსტი, რომელშიც ჩამოთვლილი იყო ათობით ადგილი, სადაც ხალხს შეეძლო პროტესტის გამოხატვა.