ბრიტანეთი და ევროკავშირი ბრექსიტზე შეთანხმდნენ

13:47, 17.10.2019

ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ბრექსიტზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო „როიტერმა“ ევროკავშირის ორ წარმომადგენელზე დაყრდნობით გაავრცელა.

ამასთან, ინფორმაცია დაადასტურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

„შესანიშნავი ახალი შეთანხმება გვაქვს, რომელიც გვიბრუნებს კონტროლს“, – დაწერა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“. ბორის ჯონსონი ბრიუსელში მიემზგავრება, სადაც 17-18 ოქტომბერს ბრექსიტთან დაკავშირებით ევროკავშირის სამიტი გაიმართება.

მხარეებს შორის შეთანხმებას ადასტურებენ ევროკომისიაშიც.

„სამართლიანი და დაბალანსებული შეთანხმება“, – დაწერა „ტვიტერზე“ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა.

ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ბრექსიტთან დაკავშირებით მოლაპარაკება 2016 წლის რეფენდუმის შემდეგ მიმდინარეობს. ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა, აზრთა სხვადასხვაობის გამო, ბრექსიტი გაჭიანურდა.

მსგავსი