ბრიტანელმა სამართალდამცველებმა სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში ეჭვმიტანილების ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელეს

07:55, 23.11.2018

ბრიტანელმა სამართალდამცველებმა რუსი ორმაგი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში ეჭვმიტანილი პირების ამსახველი ახალი ვიდეოკადრები გაავრცელეს.

ალექსანდრ პეტროვისა და რუსლან ბაშიროვის სახელით იდენტიფიცირებული პირები სოლსბერიში 4 მარტს არიან დაფიქსირებული. ასევე ვრცელდება სუნამოს ფლაკონის ფოტოც, რომელშიც სავარაუდოდ მომწამლავი ნივთიერება იყო მოთავსებული. აღნიშნულ პირებს დიდმა ბრიტანეთმა ბრალი დაუსწრებლად სექტემბერში წაუყენა.

სერგეი და იულია სკრიპალები სოლსბერიში უგონო მდგომაროებაში 4 მარტს იპოვეს. ისინი კომატოზური მდგომარეობიდან ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ გამოვიდნენ.

მსგავსი