ბრიტანელმა სამართალდამცველებმა 28 წლის პედაგოგის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს
ბრიტანელმა სამართალდამცველებმა 28 წლის პედაგოგის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

ბრიტანელმა სამართალდამცველებმა 28 წლის პედაგოგის, საბინა ნესის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 38 წლის მამაკაცი დააკავეს. საბინა ნესი 18 სექტემბერს კატორის პარკში გამვლელმა გარდაცვლილი იპოვა.

გამოძიების ცნობით, ერთი დღით ადრე ის მეგობართან შესახვედრად გაემართა, თუმცა დანიშნულების ადგილამდე არ მიუღწევია.

პოლიციამ მანამდე ორი მამაკაცი დააკავა, თუმცა მოგვიანებით ისინი გაათავისუფლა.

საბინა ნესის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, მოქალაქეები პეგლერის მოედანზე სანთლებს ანთებენ.