ბრიტანელმა მინისტრებმა საიდუმლო სხდომაზე დედოფლის გარდაცვალების შემთხვევაში, სამოქმედო გეგმა განიხილეს 
ბრიტანელმა მინისტრებმა საიდუმლო სხდომაზე დედოფლის გარდაცვალების შემთხვევაში, სამოქმედო გეგმა განიხილეს 

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთში მინისტრთა კაბინეტის საიდუმლო სხდომა გაიმართა, სადაც დედოფლის გარდაცვალების შემთხვევაში, მთავრობის სამოქმედო გეგმა განიხილეს.

საიდუმლო განხილვა მას შემდეგ ჩატარდა, რაც ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავადმყოფობის გამო, დედოფალი ერთ-ერთ ღონისძიებას ვერ დაესწრებოდა.

Sunday Times – ის ინფორმაციით, საგანგებო სხდომას შინაგან საქმეთა მინისტრი, თემთა პალატის თავმჯდომარე და შოტლანდიის საქმეთა მინისტრი ესწრებოდნენ.

სასწავლო სხდომის სახელწოდება  Castle Dove იყო. როგორც ცნობილია, დედოფლის გარდაცვალებიდან მეორე დღეს, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ როდის გააკეთებს განცხადებას პრემიერ- მინისტრი. გარდა ამისა იმსჯელეს საიდუმლო საბჭოს სხდომის ჩატარების დეტალებზეც, სადაც მათ მხარი უნდა დაუჭირონ ტახტზე ბრიტანეთის მონარქის მემკვიდრის აღსაყდრებას.