ბრიტანელი ნიჩბოსანი, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონი პიტ რიდი ზურგის ინსულტის გამო, მკერდის ქვემოთ პარალიზებული აღმოჩნდა.
რიდმა სპორტული კარიერა გასულ წელს დაასრულა. ლეგენდარული სპორტსმენის „ინსტაგრამში“ ვკითხულობთ.
„ზურგის ინსულტი – იშვიათი რამაა. ექიმებმა ზუსტად არ იციან რამ გამოიწვია ჩემი პრობლემა.
პრობლემები შეიქმნა ხერხემლის შუაში, ასე რომ, ახლა პარალიზებული ვარ. პროგნოზს ვერავინ მაძლევს. არსებობს პატარა შანსი, რომ მოხდება ნაწილობრივი ან სრული აღდგენა. ალბათ, რაღაც შუალედურს მივიღებთ. აღდგენის დონე დამოკიდებულია ზარალზე, რომლის ნახვაც ჩვენ არ შეგვიძლია და აღდგენის მსვლელობაზე.
სხვა მხრივ, ყველაფერი შესანიშნავადაა. ხელები ჯერ ისევ ძლიერი მაქვს, ტვინი კი ისეთივე საშუალო, როგორიც ადრე“, – დაწერა „ინსტაგრამში“ რიდმა.
ბრიტანელს ოლიმპიადებზე სამი ოქრო აქვს მოგებული – 2008 და 2012 წლებში ოთხადგილიან ნავთან ერთად, 2016 წელს, რვადგილიანი ნავით.