ბრიტანელი გრაფიტის მხატვარი ბენქსი ზეჰრა დოგანის პატიმრობას ეხმაურება
ბრიტანელი გრაფიტის მხატვარი ბენქსი ზეჰრა დოგანის პატიმრობას ეხმაურება

ლეგენდარული ბრიტანელი გრაფიტის მხატვარი ბენქსი თურქი არტისტის, ზეჰრა დოგანის პატიმრობას ეხმაურება. მის მხარდასაჭერად 70 მეტრზე კედელი მოხატეს, სადაც დოგანი გისოსებს მიღმა ჩანს, ერთ-ერთი გისოსი კი ფანქრის ფორმითაა გამოსახული.

დოგანს გასულ წელს ორი წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას ბრალად ქურთ მუშათა პარტიასთან კავშირი ედებოდა, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული.
დოგანი 2016 წლის ივლისში დააკავეს. მისი დაპატიმრება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ 50 000 ადამიანის დაკავებების რიცხვში მოყვა.

ბენქსის გრაფიტი ზეჰრა დოგანის პატიმრობის ერთი წლის თავს ეძღვნება. ამის შესახებ არტისტის წარმომადგენელმა განაცხადა. გრაფიტიზე დატანილი წარწერა კი, თურქი არტისტის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.