ბრიტანელი ექსპერტი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის პანდემიის კრიტიკულ ზღვარზეა და არასწორი გეზი აქვს აღებული
ბრიტანელი ექსპერტი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის პანდემიის კრიტიკულ ზღვარზეა და არასწორი გეზი აქვს აღებული

ბრიტანელი ექსპერტის თქმით, დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის პანდემიის კრიტიკულ ზღვარზეა და არასწორი გეზი აქვს აღებული. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის საკითხებში ბრიტანეთის მთავრობის მთავარმა მრჩეველმა, პროფესორმა ქრის ვითიმ გააკეთა.

მისივე თქმით, დიდ ბრიტანეთს ზამთარში დიდი გამოწვევები ელოდება.

დიდ ბრიტანეთში 20 სექტემბერს კორონავირუსის 3 899 ახალი შემთხვევა აღრიცხეს, დაიღუპა კიდევ 18 პაციენტი.

როგორც „ბიბისი“ წერს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი შექმნილი მდგომარეობის გამო, ინგლისში კარანტინის გამოცხადებას არ გამორიცხავს.