ბრიტანელების 49% ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანების მომხრეა, 29% კი წინააღმდეგი, გამოკითხულთა მესამედი მიიჩნევს, რომ ორგანიზაციაში დაბრუნებამდე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს
ბრიტანელების 49% ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანების მომხრეა, 29% კი წინააღმდეგი. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.
Messina Group-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ევროკავშირში ხელახლა დაუყოვნებლივი გაწევრიანების მომხრეა 25.9%, მომდევნო სამ წელში გაწევრიანების იდეას იზიარებს 22.9%, ხოლო კვლევაში მონაწილეთა 8.4% მიიჩნევს, რომ გაერთიანებული სამეფო ევროკავშირში მომდევნო ათწლეულში უნდა დაბრუნდეს.
მცირე სხვაობა დაფიქსირდა ევროკავშირთა ერთიან ბაზარზე გაწევრიანებისა და ასოცირებულ წევრობაზე დასმული კითხვაზე. აღნიშნულის მომხრეა კვლევაში მონაწილეთა 45.1%, მოწინააღმდეგეა 45.5%.
კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა, თითქმის, მესამედს კი მიაჩნია, რომ ევროკავშირში დაბრუნებამდე ცალკე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.
კვლევა 12-იდან 24 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 11 461-მა ადამიანმა მიიღო.