ბრისტოლში რასიზმის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა ბრიტანელი მონებით მოვაჭრის ძეგლი წააქციეს და ნავსადგურში ჩაუშვეს
ბრისტოლში რასიზმის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა ბრიტანელი მონებით მოვაჭრის ძეგლი წააქციეს და ნავსადგურში ჩაუშვეს

ბრისტოლში რასიზმის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებმა ბრიტანელი მონებით მოვაჭრის, ედვარდ კოლსტონის ძეგლი წააქციეს და ნავსადგურში ჩაუშვეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.​ ბრისტოლში აქციები მეორე დღეა, მიმდინარეობს.

მომხდარს დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მდივანი, პრიტი პატელი გამოეხმაურა და აქციის მონაწილეების საქციელი დაგმო.

„ეს საზოგადოებრივი არეულობაა, რომელსაც ყურადღება იმ საკითხისგან გადააქვს, რომელსაც ხალხი მართლაც აპროტესტებს“,- განაცხადა პატელმა​​.

ედვარდ კოლსტონი ბრიტანელი მონებით მოვაჭრე იყო. კოლსტონმა აფრიკის სამეფო კომპანიაში მუშაობა 1680 წელს დაიწყო, იმ დროისთვის კომპანია წელიწადში 5 000 მონას ყიდდა. კოლსტონს ბრისტოლში ფილანთროპის რეპუტაცია ჰქონდა.