ბრისბენი 2032 წლის ოლიმპიადის მასპინძლად აირჩიეს #1TVSPORT

15:11, 21.07.2021

ავსტრალიის ქალაქი ბრისბენი 2032 წლის ზაფხულის თამაშების მასპინძელი გახდა.

ეს გადაწყვეტილება ხმის მიცემის შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე მიიღეს.

ბრისბენის კონკურენტები იყვნენ: ჩენდუ და ჩუნცინი (ჩინეთი), დოჰა (ყატარი), ბუდაპეშტი (უნგრეთი), რაინ-რური (გერმანია), სეული და პჰენიანი (კორეა).

ავსტრალიაში ოლიმპიური თამაშები მესამედ გაიმართება. მანამდე, ოლიმპიადას უმასპინძლეს მელბურნმა (1956) და სიდნეიმ (2000).

მსგავსი