ბრიჯიტ მაკრონი სკოლაში ბრუნდება
ბრიჯიტ მაკრონი სკოლაში ბრუნდება

საფრანგეთის პირველი ლედი ბრიჯიტ მაკრონი სკოლაში ბრუნდება. ის იმ მოსწავლეებთან გააგრძელებს მუშაობას, რომლებმაც სწავლაზე უარი სხვადასხვა მიზეზების გამო თქვეს. ინფორმაციას გამოცემა „თაიმსი” ავრცელებს.

ბრიჯიტ მაკრონმა სკოლაში მუშაობა 2015 წელს, მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მისი მეუღლე ემანუელ მაკრონი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა.

სასწავლო დაწესებულება სექტემბერში გაიხსნება და იქ კვალიფიკაციის არმქონე 30 წლამდე ასაკის 50 ადამიანი ისწავლის. მოსწავლეები ექვსთვიანი კურსის განმავლობაში მინიმალურ ხელფასსაც მიიღებენ.