ბრიჯიტ ბრინკი - ყალბი რეფერენდუმები და მობილიზაცია რუსეთის სისუსტისა და წარუმატებლობის ნიშნებია, აშშ მხარს დაუჭერს უკრაინას, ვიდრე საჭირო იქნება
ბრიჯიტ ბრინკი - ყალბი რეფერენდუმები და მობილიზაცია რუსეთის სისუსტისა და წარუმატებლობის ნიშნებია, აშშ მხარს დაუჭერს უკრაინას, ვიდრე საჭირო იქნება

აშშ-ის ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი აცხადებს, რომ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია რუსეთის სისუსტის ნიშანია.

ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ყალბი რეფერენდუმები და მობილიზაცია სისუსტის და რუსეთის წარუმატებლობის ნიშნებია. აშშ-ის არასდროს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას, ვიდრე ეს საჭირო იქნება“, – წერს აშშ-ის ელჩი უკრაინაში „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა.