„ბრეშას“ პრეზიდენტი - უნდა ვიფიქროთ არა სეზონის განახლებაზე, არამედ გადარჩენაზე, ეს ჭირია
სერია A-ს კლუბის „ბრეშას“ პრეზიდენტმა მასიმო ჩელინომ აზრი გამოთქვა იტალიაში კორონავირუსის გავრცელებაზე.
„მე მხოლოდ მომდევნო სეზონზე ვფიქრობ. თასი, სკუდეტო… ლოტიტოს („ლაციოს“ მფლობელი) სკუდეტო უნდა? წაიღოს. ის დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი დაუმარცხებელია. მივცეთ საშუალება დატკბეს ამ აზრით.
არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რაღაცეები. უნდა ვიფიქროთ არა იმაზე, როდის განვაახლოთ ტურნირები, არამედ, როგორ გადავარჩეთ. და, თუ ფეხბურთზე ვლაპარაკობთ, ყველაფერი მომავალი სეზონისთვის უნდა გადავდოთ. მეტი რეალიზმი, ჯენტლმენებო. ეს ჭირია.
წელს თამაში აღარ შეიძლება. იფიქრეთ მომდევნო სეზონზე. ვიღაცა ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს რა ხდება და ეს ვირუსზე უარესია. მე არ მჯერა სასწაულების, უკვე დიდი ხანია”, – თქვა ჩელინომ.