ბრექსიტზე ბრიტანეთის ახალი გეგმა ჩრდილოეთ ირლანდიის ევროკავშირის ერთიან ბაზარში დარჩენას ითვალისწინებს
ბრექსიტზე ბრიტანეთის ახალი გეგმა ჩრდილოეთ ირლანდიის ევროკავშირის ერთიან ბაზარში დარჩენას ითვალისწინებს

ბრექსიტზე ბრიტანეთის ახალი გეგმა ჩრდილოეთ ირლანდიის ევროკავშირის ერთიან ბაზარში დარჩენას ითვალისწინებს. ბრიტანეთის მთავრობის მიერ მომზადებული გეგმით, ჩრდილოეთ ირლანდიამ ევროკავშირის საბაჟო კავშირი უნდა დატოვოს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, გეგმის ალტერნატივა ევროკავშირიდან ბრიტანეთის შეთანხმების გარეშე გასვლაა. ევროკომისიაში ამბობენ, რომ გეგმას პრობლემური მხარეები აქვს, რაც შემდგომ მუშაობას საჭიროებს.

ახალი ინიციატივით, ბრიტანეთი ნებას დართავს ევროკავშირის სასამართლოს, რომ ჩრდილოეთ ირლანდიაში მისი კანონმდებლობის ადმინისტრირება მოახდინოს. ბრიტანეთიდან ჩრდილოეთ ირლანდიაში შემავალ პროდუქტზე დამატებითი შემოწმება დაწესდება, თუმცა ეს არ შეეხება ირლანდიიდან ჩრდილოეთ ირლანდიაში შემავალ პროდუქციას. ორ ირლანდიას შორის იქნება ახალი საბაჟო შემოწმებები. მთავრობას სურს, რომ შემოწმება უმეტეს შემთხვევაში ელექტრონულად მოხდეს.