„ბრექსითის“ შემდეგ ევროპარლამენტში დეპუტატების რაოდენობა 751-დან 705-მდე შემცირდება
„ბრექსითის“ შემდეგ ევროპარლამენტში დეპუტატების რაოდენობა 751-დან 705-მდე შემცირდება

ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ, ევროპარლამენტში დეპუტატების რაოდენობა 751-დან 705-მდე შემცირდება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ევროპარლამენტის 566-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ 94-მა მისცა ხმა, 31-მა კი თავი შეიკავა.

ამის შესახებ ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. დიდი ბრიტანეთის 73 მანდატიდან 27-ს ევროკავშირის 14 წევრი სახელმწიფო გადაინაწილებს. კიდევ 46 კი რეზერვში დარჩება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მომავალში შესაძლოა, ევროკავშირს შეუერთდნენ.

საფრანგეთი და ესპანეთი მიიღებენ ხუთ-ხუთ ადგილს, იტალია და ნიდერლანდები – სამ-სამს, ირლანდია – ორს. თითო ადგილი უნდა მიიღონ პოლონეთმა, რუმინეთმა, შვედეთმა, ავსტრიამ, დანიამ, სლოვაკეთმა, ფინეთმა, ხორვატიამ და ესტონეთმა.