„ბრექსიტის“ შემდეგ, დიდ ბრიტანეთს ევროკავშირთან უსაფრთხოების საკითხებში მჭიდრო თანამშრომლობა სურს
„ბრექსიტის“ შემდეგ, დიდ ბრიტანეთს ევროკავშირთან უსაფრთხოების საკითხებში მჭიდრო თანამშრომლობა სურს

ბრექსიტის“ შემდეგ, დიდ ბრიტანეთს ევროკავშირთან უსაფრთხოების საკითხებში მჭიდრო თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა სურს. ამის შესახებ ე.წ. „ბრექსითის“ მინისტრმა, დევიდ დევისმა განაცხადა.

როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ევროპული გაერთიანების დატოვების შემდეგ, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის არსებული შეთანხმება მაქსიმალურ თანამშრომლობას უნდა შეიცავდეს. მათ შორის კი აუცილებლად უნდა იყოს უსაფრთხოების სფერო.

ამასთან, ბრიტანელმა მინისტრმა დასძინა რომ „ბრექსიტის“ შემდეგ, გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირის შორის ურთიერთობა ძველებური ვეღარ იქნება, რადგან ისინი სხვადასხვა გზით სიარულს დაიწყებენ.

გაერთიანებულ სამეფოში ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს გაიმართა. საყოველთაო გამოკითხვის დროს მოსახლეობის 51,89 %-მა ევროპული გაერთიანების დატოვებას დაუჭირა მხარი.

გასული წლის ზაფხულში კი გაერთიანების დატოვებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ბრიუსელსა და ლონდონს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. თუმცა მხარეები გარკვეულ საკითხებში ამ დრომდე ვერ თანხმდებიან. მათ შორის არის ვაჭრობის სფერო.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად 2019 წლის 29 მარტს დატოვებს.