ბრექსიტის პარტიის ლიდერი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკებებში ჩართვას ითხოვს
ბრექსიტის პარტიის ლიდერი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკებებში ჩართვას ითხოვს

ბრექსიტის პარტიის ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკებებში ჩართვას ითხოვს. ევროსკეპტიკოსმა პოლიტიკოსმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მისმა პარტიამ ევროპარლამენტის არჩევნებში გაიმარჯვა.

„ჩვენ უნდა ვიყოთ მოლაპარაკებების მონაწილეები, ეს ყველასთვის ცხადია“, – განაცხადა ნაიჯელ ფარაჯმა.

მისივე თქმით, გაერთიანებულმა სამეფომ აუცილებლად უნდა დატოვოს ევროკავშირი დათქმულ ვადაში, ანუ 31 ოქტომბრამდე. ბრექსიტის პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ მას ურჩევნია ლონდონმა ევროკავშირი წინასწარი შეთანხმების გარეშე დატოვოს.

„თუ ჩვენ 31 ოქტომბერს არ გავალთ ევროკავშირიდან, მაშინ ბრექსიტის პარტია ევროპარლამენტის არჩევნებში მიღწეულ წარმატებას, უკვე დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზეც მიაღწევს“, – განაცხადა ფარაჯმა.