ბრექსიტის პარტიის ლიდერი ბორის ჯონსონს საარჩევნო ალიანსის შექმნას სთავაზობს
ბრექსიტის პარტიის ლიდერი ბორის ჯონსონს საარჩევნო ალიანსის შექმნას სთავაზობს

ბრექსიტის პარტიის ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს საარჩევნო ალიანსის შექმნას სთავაზობს.

საარჩევნო კამპანიის დაწყებისას, ფარაჯმა ჯონსონს მოუწოდა, უარი თქვას ევროკავშირთან შეთანხმებულ ხელშეკრულებაზე, რადგან ეს ბრექსიტი არ არის.

ბრექსიტის პარტიის ლიდერმა თქვა, რომ ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნული ხელშეკრულების ნაცვლად, ევროკავშირთან კანადის მსგავსი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უნდა გააფორმოს.

„მჯერა, რომ ერთადერთი გზა საკითხის გადასაჭრელად არის ქვეყნის მასშტაბით ალიანსის შექმნა. ასეთ შემთხვევაში, ბორის ჯონსონი დიდი უმრავლესობით მოიგებს და ჩვენ ნამდვილად შეგვეძლება ბრექსიტის დასრულება“, – აღნიშნა ნაიჯელ ფარაჯმა.

ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები 12 დეკემბერს გაიმართება.

დატოვე კომენტარი