„ბრექსითის“ გამო, ევროკავშირი ბრიტანეთისადმი სადამსჯელო მექანიზმის ამუშავებაზე ფიქრობს
„ბრექსითის“ გამო, ევროკავშირი ბრიტანეთისადმი სადამსჯელო მექანიზმის ამუშავებაზე ფიქრობს

ევროკავშირი ბრიტანეთის მიმართ სადამსჯელო მექანიზმის ამუშავების საკითხს განიხილავს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ლონდონი „ბრექსითის“ პირობებს დაარღვევს. სასჯელი კი შესაძლოა, ერთიანი ბაზრის დატოვება გახდეს.

ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ ამ ინსტრუმენტის არსებობით ორგანიზაცია დარღვევაზე სწრაფ რეაგირებას შეძლებს და მოახერხებს, არ დაელოდოს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის მარტში უნდა დატოვოს. ამის შემდეგ დადგება ე.წ გარდამავალი ფაზა, რომლის დროსაც ბრიტანეთს ერთიან ბაზარზე წვდომა ექნება.

ამ პერიოდის განმავლობაში, თუ ბრიუსელსა და ლონდონს შორის გაუგებრობა მოხდება „ბრექსითთან“ დაკავშირებით, პრობლემა ევროპის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ამას კი დრო სჭირდება.