ბრენტის მარკის ნავთობის ფასი გაიზარდა და, ივლისის შემდეგ პირველად, ერთ ბარელზე 100 დოლარს მიაღწია
ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების ფონზე, ივლისის შემდეგ პირველად, ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე 100 დოლარს მიაღწია.
მედიის ცნობით, ბრენტის მარკის ნავთობის ფასი ბოლო დღე-ღამის მანძილზე 2.1%-ით გაიზარდა და ბარელზე 100.19 აშშ დოლარი შეადგინა.
ამასთან, ნავთობის ფასის ზრდის ტენდენდცია აგვისტოს ბოლო პერიოდიდან შეინიშნებოდა. რაც შეეხება ამერიკულ ბაზარს, ბოლოს აშშ-ში ნავთობის ფასი 1.3%-ით გაიზარდა და ბარელზე 94 დოლარს მიაღწია.
ნავთობის ფასის ზრდის მიზეზად სპარსეთის ყურეში დაძაბულობის ზრდა და ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ისა და ირანის მიერ განხორციელებული ორმხრივი იერიშები სახელდება.
ცნობისთვის, ნავთობის ფასმა პიკურ მაჩვენებელს აპრილში მიაღწია და ერთ ბარელზე 126 დოლარი შეადგინა.