ბრენტის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი 109 აშშ დოლარამდე გაიზარდა

11:10, 11.09.2026

მსოფლიოში ნავთობის ფასმა ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ამ დროისთვის ბრენტის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი 109 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება ამერიკულ ბაზარს, ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 102 დოლარს გადააჭარბა.

მედიის ცნობით, ნავთობის გლობალური ფასი გასულ კვირასთან შედარებით 13%-ით არის გაზრდილი, რისი მიზეზიც სპარსეთის ყურეში მიმდინარე დაძაბულობა და უახლოეს პერიოდში მხარეებს შორის მშვიდობის დამყარების შანსების შემცირებაა.

ცნობისთვის, ნავთობის ფასმა პიკურ მაჩვენებელს აპრილში მიაღწია და ერთ ბარელზე 126 დოლარი შეადგინა.

მსგავსი