ბრედლი კუპერისა და ლედი გაგას სადებიუტო ფილმის „ვარსკვლავის დაბადება" პირველი კადრები გავრცელდა
ბრედლი კუპერისა და ლედი გაგას სადებიუტო ფილმის „ვარსკვლავის დაბადება" პირველი კადრები გავრცელდა

გავრცელდა პირველი კადრები ბრედლი კუპერის სარეჟისორო და ლედი გაგას სამსახიობო დებიუტიდან .

მომღერლისა და მსახიობის ერთობლივი ნამუშევარი „ვარსკვლავის დაბადება” (A Star Is Born) უილიამ ველმანის 1937 წელს გადაღებული ფილმის რიმეიქია.

სიუჟეტის მიხედვით, კინოვარსკვლავი ცდილობს ახალგაზრდა მომღერალს წარმატების და დიდების მოპოვებაში დაეხმაროს, იმ დროს როდესაც თავად მისი კარიერა, ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო, ფსკერისკენ მიექანება.

პირველად “ვარსკვლავის დაბადება” 1937 წელს გამოვიდა და მასში მთავარ როლს ჯუდი გარლანდი ასრულებდა. მეორედ 1976 წელს, ბარბარა სტრეიზანდისა და კრის კრისტოფერსონის მონაწილეობით.

ფილმის პრემიერა 5 ოქტომბრისთვის იგეგმება.