ბრედლი ბარკოლა გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი გახდება #1TVSPORT

12:20, 27.08.2026

გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება. ინგლისურმა კლუბმა კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა – პსჟ-იდან საფრანგეთის ნაკრების წევრი ბრედლი ბარკოლა გადაიყვანა.

ტრანსფერს, რომელიც, ჯამში, 140 მილიონ ევროს შეადგენს, ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ადასტურებს. ოფიციალურად კი მალე გამოცხადდება.

ბრედლი ბარკოლა საფრანგეთის ნაკრებში 2024 წლიდან თამაშობს და 28 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი.

მსგავსი