ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში „სოციალისტური პარტიის“ ლიდერი ჟაირ ბოლსონარუ ლიდერობს
ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე კანდიდატი, „სოციალისტური პარტიის“ ლიდერი ჟაირ ბოლსონარუ ლიდერობს.
ბრაზილიის უზენაესი საარჩევნო ტრიბუნალის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ჟაირ ბოლსონარუს ხმების 46,7 პროცენტი აქვს, მეორე ადგილზე მემარცხენე „მშრომელთა პარტიის“ კანდიდატი ფერნანდუ ადადია, რომელსაც ამომრჩეველთა 28,37 პროცენტმა დაუჭირა მხარი.
თუ ყველა ბიულეტინის დათვლის შედეგად, ვერც ერთი კანდიდატი ხმების 50%-ზე მეტს ვერ დააგროვებს, ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც 28 ოქტომბერს შედგება.
ულტრამემარჯვენე ბოლსონარუს მედია „ბრაზილიელ ტრამპს“ უწოდებს. ის ცნობილია თავისი მკაცრი და ხშირად არაპოლიტკორექტული განცხადებებით ქალებისა და ლგბტ თემის წარმომადგენელთა მიმართ. მისი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება კრიმინალთან ხისტი ბრძოლაა. ის ასევე სიკვდილით დასჯის აღდგენის მომხრეა.
ფერნანდუ ადადმა განაცხადა, რომ ბრაზილიაში დემოკრატია საფრთხეში აღმოჩნდა და ბრაზილიელებს მეორე ტურში მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.