ბრაზილიის სამხრეთში წყალდიდობას 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულად ითვლება 60
ბრაზილიის სამხრეთში წყალდიდობას 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულად ითვლება 60

ბრაზილიის სამხრეთში წყალდიდობას 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

რამდენიმედღიანი ძლიერი წვიმის შედეგად ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დაინგრა. კაშხლის ჩამონგრევამ ისედაც დატბორილ ზონაში ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რიო გრანდე დუ სულის შტატში სტიქიის შედეგად დაკარგულად ითვლება 60 ადამიანი.

15 ათასი ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა. ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.

სტიქიით დაზარალებული რეგიონი ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ მოინახულა და ადგილობრივებს ცენტრალური მთავრობისგან დახმარებას დაჰპირდა.