ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ბრაზილია ეცდება, იყიდოს იმდენი დიზელი რუსეთისგან, რამდენიც შეუძლია
ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ბრაზილია ეცდება, იყიდოს იმდენი დიზელი რუსეთისგან, რამდენიც შეუძლია

ბრაზილია ეცდება, იყიდოს იმდენი დიზელი რუსეთისგან, რამდენიც შეუძლია, – როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარლოს ფრანსამ განაცხადა.

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ გვქონდეს საკმარისი დიზელი ბრაზილიის აგრობიზნესისთვის, ბრაზილიელი მძღოლებისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვეძებთ დიზელის უსაფრთხო და ძალიან საიმედო მომწოდებლებს, რუსეთი ერთ-ერთი მათგანია“, – განაცხადა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში ვიზიტისას.

კარლოს ფრანსას განცხადებით, რუსეთი ბრაზილიის სტრატეგიული პარტნიორია.

„ჩვენ ძლიერ დამოკიდებული ვართ რუსეთიდან და ასევე ბელარუსიდან სასუქის ექსპორტზე. რა თქმა უნდა, რუსეთი ნავთობის და გაზის დიდი მიმწოდებელია. შეგიძლიათ, გერმანიას და ევროპას ჰკითხოთ ამის შესახებ“, – აღნიშნა მან.

როგორც ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ორშაბათს განაცხადა, ბრაზილია მოსკოვისგან დიზელის უფრო დაბალ ფასად შეძენაზე მუშაობს და შეთანხმება ახლოსაა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ბრაზილიაში საწვავის გაძვირება ბოლსონარუს ხელახლა არჩევის შანსებს ძირს უთხრის. საპრეზიდენტო არჩევნები ბრაზილიაში ოქტომბერშია დაგეგმილი.