ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაცია ნეიმარის რეკორდს არ აღიარებს #1TVSPORT
ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაცია ნეიმარის რეკორდს არ აღიარებს #1TVSPORT

ბრაზილიის ნაკრების ფორვარდმა ნეიმარმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურში (5:1) დუბლი შეასრულა ბოლივიის ნაკრების წინააღმდეგ.

ნეიმარმა ეროვნულ ნაკრებში 78-ე და 79-ე გოლები გაიტანა, რითაც გუნდის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან გაუსწრო ლეგენდარულ პელეს, რომელსაც კარიერაში 77 სანაკრებო გოლი ჰქონდა.

საინტერესოა, რომ ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაცია არ აღიარებს ნეიმარის რეკორდს: ორგანიზაციის გამოთვლებით, ის ჯერ კიდევ ჩამორჩება პელეს 17 გოლით.

საქმე ისაა, რომ ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაცია სათვალავში იღებს პელეს გოლებს იმ მატჩებში, რომელსაც არ ცნობს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა). ძირითადად, ეს არის მატჩები, რომლებშიც ბრაზილიის ნაკრები კლუბების წინააღმდეგ თამაშობდა.