ბრაზილიის პრეზიდენტმა ამაზონის ტყეში ხანძრის გაჩენაში არასამთავრობო ორგანიზაციები დაადანაშაულა
ბრაზილიის პრეზიდენტმა ამაზონის ტყეში ხანძრის გაჩენაში არასამთავრობო ორგანიზაციები დაადანაშაულა

ბრაზილიის პრეზიდენტმა ამაზონის ტყეში ხანძრის გაჩენაში არასამთავრობო ორგანიზაციები დაადანაშაულა. ეს განცხადება ჟაირ ბოლსონარომ​ სატელევიზიო ეთერში კითხვებზე საპასუხოდ გააკეთა. მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები ამ გზით მთავრობის დისკრედიტაციას ცდილობენ, ხოლო ამის მიზეზი მათი დაფინანსების შემცირებაა.

საპასუხოდ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამაზონის ტყეებში ხანძრის გაჩენის მთავარი მიზეზი „ხელისუფლების პოლიტიკაა, რომელმაც მოუწოდა გლეხებს და ტყის მჭრელებს მიწა ამ გზით გაწმინდონ“.

გრინფისში განაცხადეს, რომ ბრაზილიის პრეზიდენტი ანტიეკოლოგიურ პოლიტიკას ატარებს, რაც ასევე გახდა ტყის მასობრივი გაჩეხვის მიზეზიც.

კოსმოსური კვლევის ეროვნული მუზეუმის მონაცემებით, წელ ბრაზილიაში მდებარე ამაზონის ტყეებში რეკორდული რაოდენობის ხანძარი გაჩნდა.