ბრაზილიის პრეზიდენტი ქვეყნის საზღვრის გახსნას გეგმავს

00:56, 18.04.2020
(Brasília - DF, 20/02/2019) Presidente da República Jair Bolsonaro. Foto: Isac Nóbrega/PR

(Brasília - DF, 20/02/2019) Presidente da República Jair Bolsonaro. Foto: Isac Nóbrega/PR

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ ქვეყნის საზღვრის გახსნას გეგმავს. როგორც ბოლსონარუმ მედიასთან საუბრისას განაცხადა, მან ეს საკითხი უკვე განიხილა იუსტიციის მინისტრთან, სერხიო მოროსთან. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, რამდენად საჭიროა სოციალური დისტანცირების წესების დაცვა, საბოლოო ჯამში მისი გადასაწყვეტი არ არის, თუმცა ქვეყნის ეკონომიკის ამუშავება უკვე პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა.

„ვაჭრობის გახსნით მე რისკზე მივდივარ, რადგანაც თუ ამით ინფიცირების გავრცელება დაჩქარდა, ეს ჩემი პასუხისმგებლობა იქნება“, – განაცხადა ბოლსონარუმ.

ბრაზილიის პრეზიდენტმა თანამდებობიდან ახლახან გაათავისუფლა ჯანდაცვის მინისტრი, რადგან მის მიერ შეთავაზებული კარანტინის გეგმა მისი აზრით ქვეყნის ეკონომიკას ზედმეტ ზიანს მიაყენებდა.

ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 33 682 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 2 141 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი