ბრაზილიის პრეზიდენტი - მესი მაგალითი უნდა იყოს ჩვენი მოთამაშეებისთვის, „ოქროს ბურთი“ და წვეულებები შეუთავსებელი ცნებებია #1TVSPORT
ბრაზილიის პრეზიდენტი - მესი მაგალითი უნდა იყოს ჩვენი მოთამაშეებისთვის, „ოქროს ბურთი“ და წვეულებები შეუთავსებელი ცნებებია #1TVSPORT

ბრაზილიის პრეზიდენტმა ლულა და სილვამ მოუწოდა ბრაზილიელ ფეხბურთელებს სწორება ლიონელ მესიზე აიღონ.

„მესი მაგალითი უნდა იყოს ბრაზილიელი მოთამაშეებისთვის. ეს ბიჭი 36 წლისაა, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მოიგო „ოქროს ბურთი“… ის თავდადებისა და მონდომების მაგალითი უნდა გახდეს ახალგაზრდებისთვის.

ვისაც „ოქროს ბურთის“ მოგება სურს, საკუთარი თავი უნდა გადადოს, პროფესიონალი უნდა იყოს. ეს კი ვერ მოდის თანხვედრაში ხმაურიან საღამოებსა და წვეულებებთან“, – დაწერა სოციალურ სქელში ბრაზილიის პრეზიდენტმა.

„მესი მაგალითი უნდა იყოს იმ ბიჭებისთვის, რომლებიც ხშირად ჩანან ტელევიზორში და რომლებშიც მომავალ ვარსკვლავებს ვხედავთ, თუმცა შემდეგ ისინი უკვალოდ ქრებიან. ჩნდება 17 წლის ბიჭი და მერე მას ჰყიდიან.

ჩვენ აღარ ვართ შემოქმედები. რამდენი ხანია, ბრაზილიაში ნამდვილი კერპი არ გამოჩენილა“, – დაამატა ლულა და სილვამ.