ბრაზილიის პრეზიდენტი - ევროკავშირი მართალია, მხარი დაუჭიროს უკრაინას, ხოლო ბრაზილია და სხვა ქვეყნები მართალი არიან, როცა სურთ ოქროს შუალედის პოვნა
ბრაზილიის პრეზიდენტი - ევროკავშირი მართალია, მხარი დაუჭიროს უკრაინას, ხოლო ბრაზილია და სხვა ქვეყნები მართალი არიან, როცა სურთ ოქროს შუალედის პოვნა

ევროკავშირი მართალია, მხარი დაუჭიროს უკრაინას, ხოლო ბრაზილია და სხვა ქვეყნები მართალი არიან, როცა სურთ ოქროს შუალედის პოვნა, – ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბრაზილიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა რეალურად ვერ მიიღებს თავისი ტერიტორიის ოკუპაციას და წინააღმდეგობა უნდა გასწიოს, თუმცა ოქროს შუალედის პოვნა შესაძლებელია.

ლულა და სილვას განცხადებით, ბრაზილიას სურს, ითამაშოს შუამავლის როლი უკრაინის ომში. თავის მხრივ, მარკ რუტემ აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს და მშვიდობა დათმობების გარეშე უნდა დადგეს.

„ჩვენი მშვიდობა პოტენციურად საფრთხის ქვეშაა, თუ რუსეთი უკრაინაში თავის მიზნებს მიაღწევს“, – თქვა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა.