ბრაზილიის პრეზიდენტი ამბობს, რომ დიდი შვიდიანის ქვეყნებისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს, თუ მაკრონი ბოდიშს მოუხდის 
ბრაზილიის პრეზიდენტი ამბობს, რომ დიდი შვიდიანის ქვეყნებისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს, თუ მაკრონი ბოდიშს მოუხდის 

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო ამბობს, რომ მზადაა დიდი შვიდიანის ქვეყნების მიერ შეთავაზებული ფინანსური დახმარება მიიღოს, თუ ემანუელ მაკრონი მას ბოდიშს მოუხდის.

„უპირველეს ყოვლისა, მაკრონმა ჩემს წინაშე ბოდიში უნდა მოიხადოს. მანამდე საფრანგეთისგან დახმარების მიღებას არ განვიხილავთ“, – განაცხადა ბოსლანორომ.

დიდი შვიდიანი სამიტის დასრულების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დიდი შვიდიანის წევრი სახელმწიფოები ამაზონის ტროპიკულ ტყეში ხანძართან საბრძოლველად 22 მილიონ დოლარს გამოყოფდნენ.

ბრაზილიის მთავრობამ დიდი შვიდიანის ფინანსურ დახმარებაზე უარი განაცხადა. ბრაზილიის მთავრობას გადაწყვეტილების მიზეზები არ დაუსახელებია, თუმცა პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ განაცხადა, რომ საფრანგეთი მათ როგორც კოლონიას ისე ეპყრობა. ქვეყნის პრეზიდენტი თვლის, რომ ამ საქციელით საფრთხე ბრაზილიის სუვერენიტეტს ექმნება.