ბრაზილიის სასამართლომ ქვეყნის ექსპრეზიდენტის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო
ბრაზილიის სასამართლომ ქვეყნის ექსპრეზიდენტის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო

ბრაზილიის სასამართლომ ქვეყნის ექსპრეზიდენტის,  ლუის ინასიო ლულა და სილვას დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. ყოფილი პრეზიდენტი ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მიერ კორუფციის ბრალდების საქმეზე გამოტანილ განაჩენს გაასაჩივრებს, თუმცა მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მოლოდინი ლულას ციხეში მოუწევს.

ბრაზილიის ექსპრეზიდენტს 12 წლით პატიმრობა ემუქრება. ბრალდება მას ქრთამის აღებას ედავება. ლულამ აპელაციის პასუხამდე გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ლულა ამტკიცებს, რომ ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია და ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობისთვის ხელის შეშლას ემსახურება.

გამოკითხვებით ლულა შესაძლო კანდიდატებს შორის რეიტინგის სათავეშია.