ბრაზილიელმა მწვრთნელმა „სამგურალს“ ამბიციური მიზანი დაუსახა – წელს კონფერენს ლიგის საგზურისთვის უნდა ვიბრძოლოთ #1TVSPORT

13:24, 14.01.2026

„სამგურალის“ ფეხბურთელებს შეკრების დაწყებისას ბრაზილიელმა მთავარმა მწვრთნელმა, ტიაგო გომესმა მიმართა და, სავარჯიშო გეგმასთან ერთად, გუნდს ახალი სეზონის ამბიციური მიზნები გააცნო.

„ჩვენი ამოცანა კლუბის ისტორიაში ახალი ფურცლის დაწერა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურის მოპოვებაა. ამის მისაღწევად ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდება. მოსამზადებელი ეტაპი მაქსიმალურად ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ და ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ.

კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს, რომ „სამგურალი“ გაძლიერდეს და კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს. უკვე დავიმატეთ ახალი ფეხბურთელები, რომლებიც გუნდს გააძლიერებენ, თუმცა მუშაობა გრძელდება და კიდევ რამდენიმე ტრანსფერს ველოდებით“, – ამბობს ტიაგო გომესი.

„სამგურალი“ მოსამზადებელ ეტაპს 5 თებერვლამდე საქართველოში გაივლის. ამის შემდეგ გუნდი ანტალიაში გაემგზავრება, სადაც ოთხი საკონტროლო შეხვედრა დაგეგმა.

მსგავსი