ბრაზილიელი გაბრიელ პაულისტა ესპანეთის ნაკრებში თამაშს აპირებს

17:27, 09.01.2020

„ვალენსიას“ ბრაზილიელი მცველი გაბრიელ პაულისტა ესპანური პასპორტის მიღებას აპირებს. ამის შესახებ განაცხადა ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ.

„ყველა ფეხბურთელს ვადევნებ თვალს, ვინც შეიძლება ნაკრებში გამოძახება მიიღოს და პაულისტა – ერთ-ერთი მათგანია. ის უკვე გადის შესაბამის პროცედურას“, – მოჰყავს ენრიკეს სიტყვები გაზეთ „მარკას”.

მიმდინარე სეზონში 29 წლის მცველმა 17 მატჩი ჩაატარა ლა ლიგაში. პაულისტას არასოდეს უთამაშია ბრაზილიის ეროვნულ გუნდში.

მსგავსი