ბრაზილიელ ვეტერანს ბელარუსის ნაკრებში დაბრუნება და ევრო2020-ზე საქართველოს წინააღმდეგ თამაში სურს
ბრაზილიელ ვეტერანს ბელარუსის ნაკრებში დაბრუნება და ევრო2020-ზე საქართველოს წინააღმდეგ თამაში სურს

„ადრეც მინდოდა და ახლაც მსურს ბელარუსის ნაკრებში თამაში,“ – ეს ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რენან ბერსანმა ბელარუსულ გამოცემა „ტრიბუნასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

31 წლის ნახევარმცველი რენან ბრესანი 2010-2012 წლებში ბორისოვოს „ბატეში“ თამაშობდა, გუნდის ლიდერი იყო და 2010 წელს ბელარუსის მოქალაქეობა მიიღო. 2012-2018 წლებში ბელარუსის ნაკრებში 28 მატჩი ჩაატარა (სამი გოლი) და გუნდის გამორჩეული მოთამაშე გახლდათ. 2012 წელს კი, ბელარუსის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში ლონდონის ოლიმპიადაზე ითამაშა. მაგრამ 2018 წლიდან ბელარუსის ნაკრებში მთავარ მწვრთნელად მიხეილ მარხელი დანიშნეს, რომელიც მას აღარ იწვევდა. ამჟამად, ბრაზილიის სერია „ბ“-ს „კუიაბას“ ფეხბურთელია.

„სერია „ბ“-ში, სადაც ამჟამად ვთამაშობ, ძალიან კარგი დონეა და თუ ნაკრებს დავჭირდები, რატომ არ ვითამაშებ? განსაკუთრებით ახლა, როდესაც ბელარუსის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის კარგი შანსი გააჩნია. მარხელი რომ არ მიწვევს, ამის გამო ნაწყენი არ ვარ. თუ მიმიწვევს, კარგი იქნება, თუ არა – ყოველთვის ბელარუსის ნაკრებს ვუგულშემატკივრებ,“ – ამბობს ბრესანი.

დატოვე კომენტარი