ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა
ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, რიო დე ჟანეიროში რამდენიმედღიანი ძლიერი წვიმის შედეგად ათობით ქუჩა დაიტბორა.

ნალექმა ცალკეულ ადგილებში მეწყერის ჩამოწოლაც გამოიწვია, რის დროსაც რამდენიმე სახლი მიწის მასის ქვეშ მოჰყვა.

ბრაზილიის სიდიდით მეორე ქალაქში ქარიშხლისა და ძლიერი წვიმის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სტიქიის შედეგად დაზიანებულია მთავარი საავტომობილო გზები. ასობით დასახლება ელექტროენერგიის გარეშე არის დარჩენილი. ქალაქში დახურულია სკოლები. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას შენობებში დარჩენისკენ მოუწოდებს.