ბრაზილიაში მასშტაბურ წყალდიდობას სულ მცირე 56 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
პერნამბუკოს შტატის სამოქალაქო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა, 4 000-მდე ადამიანს კი სახლები დაენგრა.
შტატის ადმინისტრაციის ცნობით, მოქალაქეების ნაწილი მეწყრული ზონების გააქტიურების შედეგად დაიღუპა.
ქვეყნის ხელისუფლება მაღალი რისკის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდებს, თავშესაფარი სხვაგან ეძებონ. ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარომ განაცხადა, რომ ბრაზილიის სამხედროები დახმარებას გაუწევენ დაზარალებულებს.