ბრაზილიაში წყალდიდობას 46 ადამიანი ემსხვერპლა
ბრაზილიაში წყალდიდობას 46 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში წყალდიდობას 46 ადამიანი ემსხვერპლა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ძლიერი წვიმისგან გამოწვეული წყალდიდობის გამო, საცხოვრებელი 25 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

სტიქიამ განსაკუთრებით მინას ჟერაისის შტატი დააზარალა, სადაც ბოლო 110 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი რაოდენობის ნალექი მოვიდა.

მაშველები ამ დრომდე ეძებენ 25 ადამიანს. მინას ჟერაისის შტატში 37 ადამიანი დაიღუპა, 17 ათასზე მეტმა საცხოვრებელი დატოვა.

რთული ვითარებაა სანაპირო შტატ ესპირიტო სანტოშიც, სადაც წყალდიდობას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, 8 ათასზე მეტი კი სტიქიის ზონიდან გაიყვანეს.