ბრაზილიაში შვიდსართულიანი საცხოვრებელი შენობა ჩამოინგრა [ვიდეო]
ბრაზილიაში შვიდსართულიანი საცხოვრებელი შენობა ჩამოინგრა [ვიდეო]

ბრაზილიაში შვიდსართულიანი საცხოვრებელი შენობა ჩამოინგრა. ინციდენტი ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ფორტალეზაში მოხდა.

ადგილობრივი ტელეკომპანია „გლობოს“ მონაცემებით, გარდაცვლილია სულ მცირე ერთი ადამიანი. დაშავდა ორი პირი. ადგილზე სამაშველო-სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ნანგრევებში შესაძლოა, 15-მდე ადამიანი იყოს.

მიმდებარე შენობებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. რაიონში შეფერხებულია ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდება.

სოციალურ ქსელებში მომხდარის ამსახველი ვიდეოები ვრცელდება.