ბრაზილიაში საწვრთნელ კომპლექსში ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა
ბრაზილიაში საფეხბურთო საწვრთნელ კომპლექსში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილთა შორის ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელები არიან.
ხანძარი რიო-დე-ჟანეიროს დასავლეთ ნაწილში, საფეხბურთო კლუბ „ფლამენგოს“ კომპლექსში გაჩნდა.
მეხანძრეების განცხადებით, ყველა გარდაცვლილი ჯერ არ არის იდენტიფიცირებული.
ბრაზილიური მედიასაშუალებების ინფორმაციით, ხანძარი კომპლექსის იმ ნაწილში გაჩნდა, სადაც საძინებლები იყო განთავსებული.