ბრაზილიაში სანაპირო ზოლის 2 500-კილომეტრიანი მონაკვეთი ნავთობით დაბინძურდა
ბრაზილიაში სანაპირო ზოლის 2 500-კილომეტრიანი მონაკვეთი ნავთობით დაბინძურდა

ბრაზილიაში სანაპირო ზოლის 2 500-კილომეტრიანი მონაკვეთი ნავთობით დაბინძურდა.

ამის შესახებ ინფორმაცია ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ სატელევიზიო ინტერვიუს დროს გაავრცელა.

მისი თქმით, დაღვრილი ნავთობი დინებას ბრაზილიისკენ მიაქვს, რაც ბრაზილიის სანაპიროს საფრთხეს უქმნის.

სექტემბრის შემდეგ ნავთობმა ბრაზილიის 250 პლაჟი და 12 ნაკრძალი დააბინძურა. როგორც ბრაზილიის გარემოს დაცვის ინსტიტუტში აცხადებენ, ნავთობმა სერიოზული ზიანი მიაყენა ბუნებას. გაწმენდით სამუშაოებში სამხედროები, ადგილობრივი მთავრობის წევრები და მოხალისეები ერთად მონაწილეობენ.

ამ დრომდე სანაპირო ზოლიდან ერთი ტონა ნავთობი და დაბინძურებული ქვიშა გაიტანეს.

როგორ მოხვდა ნავთობი ოკეაენში, ამ დრომდე უცნობია. ბრაზილიის მთავრობა ამტკიცებდა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანიას და ბერძნულ ნავთობმზიდ გემის ეკიპაჟს ეკისრებათ.

ამასთან, კომპანია, რომელიც აღნიშნულ ხომალდს ფლობს, დანაშაულს არ აღიარებს.

დატოვე კომენტარი