ბრაზილიაში საფეხბურთო მატჩი ანგარიშით 56:0 დასრულდა

12:42, 30.09.2019

„ფლამენგოს“ ქალთა გუნდმა რიო-დე-ჟანეიროს შტატის ჩემპიონატში ანგარიშით 56:0 გაანადგურა „გრემინიო“.

მე-15 წუთისთვის „ფლამენგო“ უკვე ანგარიშით 12:0-ს იგებდა, შესვენებისთვის ანგარიში იყო 29:0. მატჩის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი გახდა ფორვარდი ფლავია, რომელმაც 14 გოლი გაიტანა.

ეს იყო ისტორიაში მეორე ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება. ოფიციალური რეკორდი ეკუთვნის 2002 წელს, მადაგასკარის ჩემპიონატის მატჩს. მაშინ ერთ-ერთმა გუნდმა ანგარიშით 149:0 მოიგო. იმ მატჩში წაგებულ გუნდს სპეციალურად გაჰქონდა გოლები საკუთარ კარში – ამით ის მსაჯების გადაწყვეტილებას აპროტესტებდა.

მსგავსი