ბრაზილიაში, პარანას შტატში ტორნადოს ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ბრაზილიის სამხრეთ ნაწილში, პარანას შტატს ტორნადომ გადაუარა, რასაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაშავდა 437 ადამიანი, 1 000-მდე ოჯახს კი საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია.
გავრცელებული ინფორმაციით, ტორნადომ, რომლის სიჩქარეც 180-დან 250 კმ/სთ-მდე მერყეობდა, ყველაზე მეტად რიო ბონიტო დუ იგუასუს პროვინცია დააზარალა, დააზიანა საავტომობილო გზები და ელექტროგადამცემი ხაზები.
ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და დაზარალებული შტატის, პარანას მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა.