ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 41 576 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 709 ინფიცირებული
ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 41 576 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 709 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის სამი მილიონ 317 ათასზე მეტი შემთხვევა. ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 107 232 შეადგინა.
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილების რაოდენობით, ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.