ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 41 350 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 758 ადამიანი
ბრაზილიაში კორონავირუსის შედეგად ერთ დღეში 758 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 41 350 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამრიგად, ლათინური ამერიკის სახელმწიფოში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს 120 262 ადამიანი ემსხვერპლა. სულ გამოვლინდა 3,8 მილიონი ინფიცირებული.
„კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვით, ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა.