ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 5 000-ს გადააჭარბა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ბრაზილიაში კორონავირუსით 474 ადამიანი დაიღუპა.
„კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა რაოდენობამ ქვეყანაში 5 017-ს მიაღწია. ამ მონაცემებით ბრაზილიამ ჩინეთს გაუსწრო, სადაც ეპიდემიური აფეთქება დაიწყო.
ბრაზილია ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად დაზარალდა. ქვეყანაში კორონავირუსი 73 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 32 000-ზე მეტი კი უკვე გამოჯანმრთელდა.