ბრაზილიაში კორონავირუსის 50 644 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 060 პაციენტი
ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 50 644 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 1 060 პაციენტი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში ვირუსით დაინფიცირდა 3,2 მილიონი ადამიანი, გარდაიცვალა 106 523 მოქალაქე.
ბრაზილია „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.