ბრაზილიაში კაშხლის გარღვევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 176-მდე გაიზარდა
ბრაზილიაში კაშხლის გარღვევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 176-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ყველა დაღუპულის ვინაობა გარკვეულია.
ამ დრომდე დაკარგულად 134 ადამიანი მიიჩნევა.
უხვი ნალექის შედეგად, ბრაზილიის მინას-ჟერაისის შტატში კაშხალი 25 იანვარს გაირღვა და ტალახის მასამ სამთო ინდუსტრიის კომპანია „ვალეს“ შენობები და ახლომდებარე სახლები დაფარა.
წინასწარი მონაცემებით, მასშტაბური მსხვერპლის მთავარი მიზეზი განგაშის სიგნალის გაუმართაობა გახდა.
კაშხლის მფლობელ კომპანია „ვალეში“ აცხადებენ, რომ ტალახის ნაკადი სწრაფად გავრცელდა და მოწყობილობა რამდენიმე წუთში გამოვიდა მწყობრიდან. პოლიციამ კომპანიის რვა თანამშრომელი დააკავა.